პროექტის სახელწოდება
|
ნათელი ოთახი
|
პროექტის იდეა
|
მოსწავლემ მათემატიკაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს
ოთახის განათების ხარისხის დადგენაში.
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეს აჩვენებს უშუალო კავშირს მის მიერ მიღებულ ცოდნასა
(გეომეტრიული ფიგურების ფართობის დათვლა) და ცხოვრებისეულ საკითხებთან.
|
პროექტის
მიზანი
|
მოსწავლეს დაანახოს მათემატიკის ცოდნის აუცილებლობა
თუნდაც მარტივი ყოფითი პრობლემის გადაწყვეტაში.
|
მოსწავლეთა ასაკი
|
მე-8 კლასი
|
მოსალოდნელი შედეგები
|
ა) მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციებს (მონაცემებს),დაამუშავებენ,
ჩაატარებენ საჭირო გამოთვლებს, გამოიტანენ დასკვნებს.
|
ვადები
|
5 დღე
|
რესურსები
|
საწერ კალამი, რვეული,სიგრძის საზომი ხალსაწყო(რულუტი),
კომპიუტერი.
|
პროექტის მსვლელობა
|
ა)მოსწავლეები ჩაატარებენ ოთახის იატაკის და ფანჯრების
აზომვებს.
ბ)გამოითვლიან მათ ფართობებს. თუ საჭირო იქნება აღნიშნულ
ფართობებს დაითვლიან დანაწევრებით (მათემატიკურ ფიგურებთან მიმსგავსებით).
გ)დაითვლიან
იატაკის ფართობის ფარდობას ფანჯრების ფართობთან.
დ)ჩაატარებენ ანალიზს( ფანჯრების ფართობი იატაკის
ფართობის რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს, რომ ოთახი იყოს ნათელი. ცნობილია რომ უნდა იყოს მეტი ან ტოლი 20%-ზე .
ე)შეაჯამებენ მიღებულ შედეგებს. მიიღებენ დასკვნას.
|
პრეზენტაცია
|
მიღებული შედეგებით მოამზადაბენ რამდენიმე სლაიდიან
პრეზენაციას PowerPoint-ში
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან მათთან შეთანხმებული რუბრიკის
მიხედვით.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ლია ამირხანაშვილი
|
ხელმძღვანელის ელ -ფოსტა
|
lia741112@gmail.com
|
ხელმძღვანელის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
liaamirkhanashvili.blogspot.com
|
ნათელი ოთახი
მე–8 კლასის მოსწავლეები
Monday, 9 April 2012
სასწავლო პროექტის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)